ექიმებისათვის | პაციენტებისათვის | წევრებისათვის | ჯანმრთელობის დაცვა
GEO | ENG
გენერალური ანსამბლეა

საქართველოს ექიმთა ასოციაციის უმაღლესი ორგანოა ყრილობა (გენერალური ასამბლეა), რომელიც ტარდება რიგით, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება სავალდებულოა ასოციაციის ყველა წევრისათვის. ასოციაციის რიგგარეშე გენერალური ასამბლეა შესაძლებელია მოწვეულ იქნას პრეზიდენტის ან დირექტორთა საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის მიერ. გენერალური ასამბლეა უფლებამოსილია განსაზღვროს ასოციაციის განვითარების პოლიტიკა და სტრატეგია, აირჩიოს ასოციაციის ლიდერები, განიხილოს ანგარიშები, დაამტკიცოს დირექტორთა საბჭო, შეიტანოს ცვლილებები და დამატებები ასოციაციის წესდებაში. გენერალური ასამბლეა შედგება ასოციაციის პირველადი ორგანიზაციების მიერ წარგზავნილი დელეგატებისაგან. მასში სათათბირო და საარჩევნო ხმის უფლებით ასევე მონაწილეობენ დირექტორთა საბჭოს წევრები და ლიდერები. გენერალური ასამბლეა გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით, გარდა წესდებით გათვალისწინებული განსაკუთრებული საკითხებისა.

 
ასოციაციის ყრილობები:
 
დამფუძნებელი კრება -1989 წლის 5 მაისი
I ყრილობა – 1989 წლის დეკემბერი
II ყრილობა - 1992 წლის ივნისი
III ყრილობა -1994 წლის ნოემბერი
IV ყრილობა - 1999 წლის 25 ივნისი
V ყრილობა - 2004 წლის 26 ივლისი